ღარიბაშვილო ყრუ ხარ თუ თელაველ კუკუნაშვილს მფარველობ?

02/12/2015
tamarkhachapuridze-ის მიერ

7 თვეა ტელევიზიებით ამაოდ გადის კლიპი „ჩვილების საქმე“. ხელისუფლება ურცხვად დუმს. ვასახელებ ბავშვებს, რომლებიც ყალბი საბუთებით უცხოელ მამაკაცებს და გეი პირებს გაატანეს ქვეყნიდან: სუროგატი ჯავაშვილის გაჩენილი ბავშვი საზღვარზე ყალბი დოკუმენტებით გადააყვანინეს ავსტრიელ მამაკაცს, სუროგატი მუღალაშვილის გაჩენილი 2 ბავშვი-ბრიტანელ მამაკაცს, სუროგატი ღონღაძის გაჩენილი ბავშვი-გერმანიის მოქალაქე მამაკაცს და ა.შ.
იუსტიციის მინისტრისგან ვითხოვ აცნობოს საზოგადოებას: ჩამოთვლილი ბავშვების დაბადების მოწმობები, გაცემული სამოქ. რეესტრიდან, შეიცავდა თუ არა მშობლების ვინაობაზე ყალბ ჩანაწერებს? ამას ადასტურებს პროკურორის დადგენილება (07.05.2013) სადაც წერია, რომ მ.კუკუნაშვილის სუროგაციის სააგენტომ გააყალბა ჩვილ ბავშვთა დოკუმენტები.
შსს-ს მინისტრისგან ვითხოვ აცნობოს საზოგადოებას: ჩამოთვლილი ბავშვები, აღნიშნული ყალბი დოკუმენტებით იყვნენ თუ არა გადაყვანილნი სახელმწიფო საზღვარზე (სსკ 344-1 მუხლი)? ამას ადასტურებს საზღვრის მონაცემები.
მთავარი პროკურორისგან ვითხოვ განმარტებას: რატომ არ უყენებთ ბრალს დამნაშავეებს #010130214003 სს საქმეზე? იქნებ იმიტომ, რომ დანაშაულის ჩადენისას მ.კუკუნაშვილის სააგენტოს დირექტორი იყო მაკა ლაბაური, რომელიც მანამდე ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე და ოჯახის ინგლისურის მასწავლებელი იყო? რატომ არ დაინტერესდით ჩემი აუდიოჩანაწერით, რომლითაც დასტურდება, რომ გამომძიებელი, რომელიც ამ ჩანაწერშია, გამომიტყდა, რომ ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში, სახელმწიფო დაცვის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ შეაჩერებინა ჩვილების საქმის გამოძიება. აუდიოჩანაწერის შესახებ ღარიბაშვილისადმი მიწერილი ჩემი წერილი უკანონოდ გადაეცა თავად ჩუბინიძეს, რომელმაც დამირეკა ე.წ. საქმის გარჩევის მიზნით, შემდგომ ჟურნალისტებთან დაფარა დარეკვის ფაქტი და ტყუილის გამოგონება დამაბრალა. მე მივმართე სასამართლოს მაგთის დეტალური ამონაწერით. სასამართლომ მიიღო სარჩელი ა.ჩუბინიძის წინააღმდეგ, სხდომა გაიმართება 4 მარტს 11.00 საათზე.
თამარ ხაჭაპურიძე
ასოციაცია „მომავლის იმედი“-ს თავმჯდომარე