პრემიერის შეხვედრა ახალგაზრდა მორაგბეებთან
პრემიერ-მინისტრი თელავში ახალგაზრდა მორაგბეებს შეხვდა და მათ ვარჯიშს დაესწრო. მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალი ბაზა, რომელიც ფონდი ქართუს დახმარებით აშენდა, ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია ქართული რაგბისთვის. თელავის რაგბის სტადიონი, ერთ ბუნებრივ საფარიან და ერთ ხელოვნურსაფარიან მოედანს მოიცავს შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ორი ათას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით. პრემიერ-მინისტრი თელავში ახლად რეაბილიტირებულ მე-9 საჯარო სკოლაშიც იმყოფებოდა, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით სრულად გარემონტდა. მთავრობის მეთაურმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები და ლაბორატორიები დაათვალიერა და მოსწავლეებს გაესაუბრა. მთავრობის მეთაური თელავის ტექნო-პარკშიც იმყოფებოდა. მან განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან ერთად, ტექნო-პარკის სამუშაო სივრცეები დაათვალიერა, ასევე ახალგაზრდა ინოვატორებსა და სტარტაპერებს გაესაუბრა. მამუკა ბახტაძემ ინოვაციების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა ევროპელ სტუდენტებთან
EUNATO GovGe
შეხვედრა სამგორის მოსახლეობასთან
Giorgi Kvirikashvili
თედო პაატაშვილის ისტორია - „საქართველოს დაბადება" (სრული გად...
Girchi • გირჩი
Meetingn Prime Minister of Albania | შეხვედრა ალბანეთის პრემ...
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
"დილის მოამბე" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მმართველმა პარტიამ გეგა შენგელია ზუგდიდელებს და რეგიონის წარ...
Radio Atinati
პრემიერის შეხვედრა ტურისტულ სექტორთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერის შეხვედრა შარლ მიშელთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster