მმართველმა პარტიამ გეგა შენგელია ზუგდიდელებს და რეგიონის წარმომადგენლებს წარუდგინა

06.04.2019 03:47

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ნიკოსეული სასახლის მიმდებარედ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა - პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია წარადგინეს. მათთან ერთად შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და შენგელიას მხარდაჭრისკენ მოუწოდეს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა ლიდემა ზვიად ძიძიგურმა და პრემერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა. თავად გიორგი შენგელიამ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა, ზუგდიდელებს კი დაპირდა, რომ სხვადასხვა სფეროში ეფექტურ საქმიანობას განახორციელებს და პრობლემებს მოაგვარებს. შეხვედრაზე დასაწრებად მოქალაქეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებიდანაც ჩამოვიდნენ. „ჭკადუაშიდან ჩამოვედით. მშვენიერი, წარმატებული ახალგაზრდაა, ჯერ არ ვიცით, დღეს გავიცანით. ამოვა სოფელში და გააკეთებს ყველაფერს, ალბათ, გვჯერა“, - აღნიშნა სოფელ ჭკადუაშის მცხოვრებმა. გეგა შენგელიას წარდგენას დაესწრო ზუგდიდში განთავსებული აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლის კოლექტივიც. როგორც სკოლის დირექტორმა ლუიზა შონიამ ჟურნალისტებს უთხრა, ისინი დადიანების სასახლის ეზოში საკუთარი სურვილით მოვიდნენ. „ზუგდიდი იქნება მოწესრიგებული, დაატყობს თავის ხელს, ასე მგონია. ვიცოდით, რომ შეხვედრა იყო და მთელი კოლექტივი წამოვედით“, - თქვა მან. წარდგენის ცერემონიაზე ზუგდიდელებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, მუნიციპალიტეტების მერები, ასევე, საკრებულოს წევრები, საჯარო მოხელეები, მაჟორიტარები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. წარდგენის შემდეგ ნიკოსეული სასახლის მიმდებარედ დამონტაჟებულ სცენაზე კონცერტი გაიმართა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati   Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter:   / atinati1059   Instagram:   / radioatinati1059fm

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

#არჩევნები2020 „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შეჯამება

#არჩევნები2020 „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შეჯამებ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მმართველმა პარტიამ ახალი სპეცოპერაცია დაიწყო - როგორ გავამართლოთ გლდანში მომხდარი ძალადობა?

მმართველმა პარტიამ ახალი სპეცოპერაცია დაიწყო - როგორ გავამარ...

ტვ პირველი • TV Pirveli

მმართველმა პარტიამ ზუგდიდში მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია წარადგინა
03:04

მმართველმა პარტიამ ზუგდიდში მერობის კანდიდატად გიორგი შენგელ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კანდიდატის წარდგენა ამომრჩევლებისთვის
01:23

კანდიდატის წარდგენა ამომრჩევლებისთვის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მმართველმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა დღეს კახეთიდან დაიწყო
06:44

მმართველმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა დღეს...

TV IMEDI

\"ქართულმა ოცნებამ\" წინასაარჩევნო კამპანია ბორჯომში მსვლელობით დაასრულა
00:49

"ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია ბორჯომში მსვლელობი...

ტელეკომპანია ბორჯომი

შეხვედრა ახალქალაქში
01:23

შეხვედრა ახალქალაქში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მმართველმა პარტიამ  ნაციონალური მოძრაობის \"შავ სიაში\" შეყვანილ ხუთეულს საჩუქრად ბინები გადასცა
00:25

მმართველმა პარტიამ ნაციონალური მოძრაობის "შავ სიაში" შეყვან...

Fakt Press

ყველა ვიდეო