კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია
22 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საზოგადოებას კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმა გააცნო. ქვეყნის კულტურის პოლიტიკა იმ პრინციპებისა და ნორმების ერთობლიობაა, რომლითაც სახელმწიფო ხელმძღვანელობს კულტურის სფეროში. კულტურის პოლიტიკა მთლიანად ქვეყნის პოლიტიკის ნაწილია. სწორედ ამიტომ, ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, უნდა ჩაერთონ უცხოელი ექსპერტები, „იუნესკო" და ევროკომისია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, რეგიონები, უცხოეთში მცხოვრები ქართველები, საზოგადო მოღვაწეები, კულტურის მუშაკები, მასმედია, ბიზნესმენები, არასამთავრობო სექტორი და ყველა დაინტერესებული პირი. კულტურის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს ეროვნული კულტურა აქციოს მსოფლიო კულტურის ნაწილად და საგანძურად. პრეზენტაციას დაესწრნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია
culturegovge culturegovge
კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია
culturegovge culturegovge
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საგანმანათლებლო დაწესებულე...
culturegovge culturegovge
შეხვედრა უცხოელ ექსპერტებთან კულტურის პოლიტიკის თემაზე
culturegovge culturegovge
კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი გრძელდება
culturegovge culturegovge
სამუშაო ვიზიტი სომხეთში
culturegovge culturegovge
Culture for Development Indicators - პროექტის პირველი ეტაპის...
culturegovge culturegovge
ურბანული მემკვიდრეობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის დაფინანსები...
culturegovge culturegovge