Culture for Development Indicators - პროექტის პირველი ეტაპის შეჯამება
ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მიმდინარეობსპროექტი - „კულტურის ინდიკატორები განვითარებისათვის“ (CDIS), რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკური და მდგრადი განვითარების საქმეში კულტურის როლის წარმოჩენას. 30 იანვარს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის, პირველი ეტაპის პრეზენტაცია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საერთაშორისო ექსპერტებმა - ნაიმა ბურგემ (საფრანგეთი) და საიმონ ელისმა (კანადა), ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განიხილეს პროგრამის პირველი ეტაპის შედეგები და ისაუბრეს სამომავლო მიზნებსა და ამოცანებზე. იუნესკოს მიერ შემუშავებული კულტურის ინდიკატორების კვლევის მეთოდოლოგია იკვლევს კულტურის როლს ქვეყნის პოლიტიკის ისეთ 7 საკვანძო განზომილებაში, როგორიცაა: ეკონომიკა, განათლება, მმართველობა, სოციალური ჩართულობა, გენდერული თანასწორობა, კომუნიკაცია და მემკვიდრეობა.ინდიკატორების შემუშავების მეთოდოლოგია საერთაშორისოდაა აღიარებული ევროკავშირისა და იუნესკოს მიერ. აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ინიციატივით, კულტურის ინდიკატორების კვლევის მეთოდოლოგიის დანერგვა დაიწყო როგორც საქართველოში, ასევე, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბელორუსსში. ამ პროცესში უკვე ჩართულია მოლდოვა. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
World Radio Day - 13 February 2021 #DBWyouth #MakeWorldBette...
Development for a Better World
DBW-about us, information bellow in the description ⤵
Development for a Better World
საერთაშორისო ფორუმი - კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა...
culturegovge culturegovge
1
მრავალფეროვნების სახეები - თარაში | Tarashi
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI
Nino Gogokhia - Georgia's Youth Representative to the United...
United Nations Youth Delegate Georgia
Nino Gogokhia - Georgia's Youth Representative to the United...
Nino Gogokhia
Christian Picciolini - Russia’s involvement in the alt-right...
TRC-Terrorism Research Center