ისრაელში 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა იწყება

11.11.2021 00:28

ისრაელი 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების აცრას იწყებს. ახალი წესების მიხედვით, მცირეწლოვნებისათვის „ფაიზერის“ ვაქცინის საბავშვო დოზა იქნება განსაზღვრული. ისრაელის მედიის ცნობით, სპეციალიზებული ვაქცინების პირველი ტვირთი ისრაელში მომავალ კვირაში ჩავა. „ფაიზერის“ მიერ 2 268 ბავშვზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა თითქმის 91 პროცენტით ეფექტურია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: