ისრაელი-პალესტინა - გამწვავებული კონფლიქტის ქრონოლოგია
ისრაელი-პალესტინა - გამწვავებული კონფლიქტის ქრონოლოგია მიმდინარე კონფლიქტის ესკალაცია დაიწყო აღმოსავლეთ იერუსალიმიდან რამდენიმე ათეული არაბული ოჯახის შესაძლო გამოსახლების გამო პალესტინელთა უკმაყოფილებით. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ისრაელის სასამართლომ. 7 მაისს მათ პოლიციელებს ქვები, ბოთლები და არმატურის ნაჭრები დაუშინეს. ორი დღის წინ ისრაელი „იერუსალიმის დღეს“ აღნიშნავდა. დილით, ალ-აქსას მეჩეთთან პალესტინელმა მომიტინგეებმა სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, მანათობელი ხელყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ ინფორმაციით, იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან ისრაელის სამართალდამცავებსა და პალესტინელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 305 პალესტინელი დაშავდა. "ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა.ისრაელის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შემდეგ, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად პალესტინაში ცხრა პალესტინელი დაიღუპა. საპასუხოდ „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა მინიმუმ ერთი ადამიანი. „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მან 130 რაკეტა გაუშვა თელ-ავივის მიმართულებით. ისლამისტური მოძრაობის ლიდერმა ისმაილ ჰანიამ განაცხადა, რომ მისმა დაჯგუფებამ ისრაელთან „ახალი ძალთა ბალანსი“ შექმნა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ მხრიდან სარაკეტო იერიშების შემდეგ განაცხადა, რომ „ჰამასს“ და „პალესტინურ ისლამურ ჯიჰადისტურ ტერორისტულ დაჯგუფებას“ ძვირად დაუჯდება ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმები. ებრაელმა სამხედროებმა დარტყმები განახორციელეს ღაზას სექტორში ასობით სამიზნეზე. ამ დილით, ქალაქ ლოდში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი - მძიმედ დაშავდა. ქალაქის მერი სამოქალაქო ომს უწოდებს აქ განვითარებულ შეტაკებებს ებრაელებსა და პალესტინელებს შორის. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მოკლულები არიან „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ჰასან კაუგი და მისი მოადგილე ვაილ ისსა. ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ კიდევ სამი ლიდერის სახლები გაანადგურა. ისრაელის ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 10-12 მაისს 1 000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს. „ისრაელის თავდაცვის ძალების“ პრესსპიკერის, ჰიდაი ზილბერმანის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ დასახლებული ადგილებისკენ გასროლილი რაკეტების 85-90 პროცენტი გაანეიტრალა. სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში იერიში „ჰამასის“ 500-მდე სამიზნეზე მიიტანა. არსებული მონაცემებით, ღაზაში დაღუპულია 35, ისრაელში კი - 5 ადამიანი. ირანმა გამოხატა პალესტინელთა წინააღმდეგობის მოძრაობისადმი მხარდაჭერა. მთელი მსოფლიო მხარეებს მოუწოდებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შეწყვეტისკენ. მრავალწლიანი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ანატომია რთულია გეოპოლიტიკური ისტორიისა და პროცესების გამო. სამწუხაროდ, ის კვლავაც რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ მოუგვარებელ პერმანენტულ სისხლიან დაპირისპირებად. ვიდეო: Al Jazeera ასევე იხილეთ: • ტერაქტი ავღანეთში - სამიზნე ქალთა სკოლა #კონფლიქტი #ჰიბრიდულიომი #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна #ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili #საინფორმაციოომებიდასაზოგადოება
Zaza Tsotniashvili-ის სხვა ვიდეოები
გადაცემა "ჩვენი დრო\
08:13
2021 წლის 26 მაისს გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინ...
04:54
რიჩარდ პიმენტალი - გააღვივეთ ადამიანებში რწმენა, თ...
20:25
პრობლემები განათლების სისტემაში
01:00
საქართველოს განათლების სისტემის უარყოფითი შეფასება
04:45
მორიგი კიბერ შეტევა ქართულ მედიასაშაუალებებზე
07:22
ზაზა ცოტნიაშვილი: ოკუპაცია და მისი მძიმე შედეგები
02:05
განათლება და საქართველოს მომავალი
მსგავსი ვიდეოები
ცაჰალმა ავიადაბომბვის კადრები გაასაჯაროვა
Zaza Tsotniashvili
42°პარალელი - ისრაელ-პალესტინა - ერთი სახელმწიფოს იდეა
პირველი არხი - 42-ე პარალელი
ახალი ომი სამხრეთ ამერიკაში - ვენესუელა გაიანას ტერიტორიის 7...
VOL 2.0
გამწვავებული ვითარება ახლო აღმოსავლეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ისრაელი ღაზაში შეიჭრა?!🔴(ომის ახალი ფაზა)
უცხო
ისრაელმა ომი მოიგო და ჰამასი განადგურებულია!🔴(ახალი სამეფო)
უცხო
ისრაელი VS პალესტინა 🔴(ფართომაშტაბიანი ომის დასაწყისი?)
უცხო
ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტის წინაპირობები – 5 წუთშ...
რადიო თავისუფლება