ცაჰალმა ავიადაბომბვის კადრები გაასაჯაროვა
ცაჰალმა (ივრითი: צה\"ל) — ისრაელის ოფიციალური არმია. მისი სრული დასახელებაა „ისრაელის თავდაცვითი ძალები“ (ივრითი: צבא הגנה לישראל - ცვა ჰაგანა ლე ისრაელ/ცვა ჰაჰაგანა ლე ისრაელ) გამოაქვეყნა ექსკლუზიური კადრები, სადაც ჩანს საბრძოლო გაფრენამდე ავიაგამანადგურებლის აღჭურვა შესაბამისი რაკეტებით.
კადრებში ჩანს ავიადარტყმების დეტალები, როგორც ცნობილი ხდება, ამჯერად განადგურდა \"ჰამასის\" საბრძოლო რესურსების 50 სამიზნე და მიწისქვეშა გვირაბი, საიდანაც ხდებოდა რაკეტების გაშვება ისრაელის მიმართულებით.
გრძელდება საარტილერიო და ავია დარტყმები, მწყობრიდან გამოიყვანეს „ჰამასის“ არაერთი ასეთი მიწისქვეშა მოწყობილობა ჩრდილოეთ ღაზაში. საბრძოლო თვითმფრინავებმა ასევე დაბომბეს დრონების გამშვები სადგური, რომელიც მიმართული იყო ცენტრალური ისრაელისკენ.
ღაზას სექტორის საზღვრებთან მობილიზებული მძლავრი სამხედრო ტექნიკა კვლავაც გენერალური შტაბის გადაწყვეტილების მოლოდინშია, რომლის შესაბამისადაც უნდა დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია.
ისრაელის ტანკებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს ლიბანის მიმართულებით, სადაც შეინიშნებოდა უკანონოდ საზღვრის დამრღვევთა გადაადგილება.
ლიბანისა და სირიის საზღვართან ისრაელმა გამოიყენა უპილოტო გამანადგურებელი ავტომანქანის მიმართ, რომელშიც სავარაუდოდ, \"ჰესბოლას\" შიიტური დაჯგუფების მებრძოლები იმყოფებოდნენ.
საერთაშორისო აქტორების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება.
პუტინი (რუსეთი): \"რუსეთი სათანადო რეაგირებას მოახდენს მის საზღვრებთან არსებულ საფრთხეებზე.\"
ერდოღანი (თურქეთი): \"როგორც ყარაბაღის კონფლიქტში ვუჭერდით მხარს აზერბაიჯანს, ასევე დავუდგებით გვერდით პალესტინელ ხალხს.\"
კურცი (ავსტრია) „ისრაელზე ტერორისტული თავდასხმები უნდა დაიგმოს ყველაზე სერიოზული სახით.“
ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ესკალაციის დონე შესაძლებელია შეფასდეს, როგორც \"უმაღლესი\", რაც მძიმე ვითარებას ქმნის რეგიონში. ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი ომის საფრთხე რეალურად დგას.
ასევე იხილეთ: • ისრაელი-პალესტინა - გამწვავებული კონფ...
#კონფლიქტი #ისრაელიპალესტინა #ჰიბრიდულიომი #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна
#ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili
#საინფორმაციოომებიდასაზოგადოება