ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი ”რაბათი”

02.06.2016 01:10:35

10, 11 და 12 ივნისს ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე წელს პირველად, ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი ”რაბათი” გაიმართება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი „რაბათი“, ახალციხეში, რაბათის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ოფიციალურად 11 ივნისს, 15:00 საათზე გაიხსნება. წელს, ფესტივალი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ორგანიზებით „Check In Georgia” ფარგლებში იმართება. http://culture.gov.ge/

გაზიარება: