ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრები გაიხსნა
გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი - ოთხთვიანი შეზღუდვების შემდეგ საქართველო ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან საზღვრებს უპირობოდ ხსნის. ამ ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის არ იმოქმედებს კარანტინის, ან „კოვიდ“-პასპორტის წარდგენის ვალდებულება. მათ შორის, არც საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ხუთიდან რომელიმე ქვეყნის რეზიდენტები არიან. ევროკავშირის უსაფრთო ქვეყნების სიაში მოხვედრის შემდეგ საქართველოსთან სასაზღვრო შეზღუდვები ჩამოთვლილი ხუთეულის გარდა უპირობოდ ევროპის სხვა რამდენიმე ქვეყანამაც გააუქმა, თუმცა მათთან ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისგან ქართული მხარე ჯერ თავს იკავებს. პარალელურად, საქართველო მთელი მსოფლიოდან მიიღებს საქმიანი ვიზიტებით ჩამოსულ სტუმრებს, თუმცა გარკვეული პირობით. საქმიანი ვიზიტით შემოსულ პირებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ „კოვიდ-19“-ზე „პისიარ“-ტესტირება, ან ასევე საკუთარი სახსრებით გაიარონ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი. ეს პირობა არ ვრცელდება დღეს გაცხადებულ ხუთ ევროპულ ქვეყანაზე. დაიწყება რეგულარული ავიამიმოსვლაც. უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანია „ლუფთანზა“ აგვისტოდან კვირაში ორ რეისს შეასრულებს, ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ ორ საერთაშორისო ავიაკომპანიასთან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფედერიკა მოგერინის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავრობის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანიის კანცლერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქციების დაგეგმვის სტრატეგია და პოლიტიკური ურთიერთბრალდებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 21 მაისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster