აქციების დაგეგმვის სტრატეგია და პოლიტიკური ურთიერთბრალდებები
კანონპროექტის უკან გაწვევამდე აქციები არ შეწყდება - ასეთია გეგმა. საპროტესტო გამოსვლებს უერთდება ოპოზიციური სპექტრიც. თუმცა პროტესტის წინა ხაზზე პოლიტიკოსები ნაკლებად ჩნდებიან. რა სტრატეგიით და ტაქტიკით უნდა გაგრძელდეს დემონსტრაციები, როდესაც რეზონანსული კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დასასრულს უახლოვდება - ამ საკითხზე ოპოზიციურ ფლანგზე არაერთგვაროვანი მიდგომებია. მაშინ როცა ოპოზიციონერი აქტორების უმრავლესობა მიმდინარე აქციებს თვითორგანიზებულ გამოსვლებად აცხადებს და მოქალაქეების კარნახით მოქმედებას აანონსებს, ოპოზიციურ სპექტრში არიან ისეთებიც, რომლებიც ორგანიზატორებისგან მკაფიოობას, სამოქმედო გეგმის გასაჯაროებას და პროცესში პოლიტიკური ლიდერების ჩართვას ითხოვენ. აქციებთან ერთად ოპოზიცია ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენის კიდევ ერთ მთავარ ინსტრუმენტად საერთაშორისო გამოხმაურებას მიიჩნევს. საპროტესტო გამოსვლების ფონზე თბილისში იმყოფება ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, დღეს ღამით საქართველოში ჩამოდის ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, რომელიც საერთაშორისო სანქციების კოორდინატორი იყო. ახლა შეფასებების მთავარი თემაა, გასცდება თუ არა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სადავო კანონპროექტის მწვავე კრიტიკა და გამაფრთხილებელი გზავნილები განცხადებების ფორმას და განიხილება თუ არა პერსონალური სანქციების დაწესება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 15 მაისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვინ აორგანიზებს საპროტესტო აქციებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 18 აპრილი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოციალური მოთხოვნებით შეფუთული პოლიტიკური აქციები
TV IMEDI
„კი ევროპას, არა-რუსულ კანონს" — აქცია ბათუმში
Formula News
ლონდონის ბირჟის აქციების მფლობელები ფრანკფურტის ბირჟასთან და...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქციების მეოთხე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster