პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში


მოახლოებული არჩევნები, უცხოურ გავლენებზე რეზონანსული კანონპროექტი, ევროკომისიის ცხრა რეკომენდაცია - გერმანიის კანცლერისგან მიღებული გზავნილები დღის მთავარი პოლიტიკური თემაა.
ოლაფ შოლცს ირაკლი კობახიძე ჯერ პირისპირ და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერისგან დღეს საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერის პირობა მიიღო. სასამართლო, საპარლამენტო კონტროლი, დეოლიგარქიზაცია - ეს მიმართულებები გამოიყო რეფორმებზე საუბრის დროს კანცლერის მხრიდან. ბერლინი ქართულ მხარეს მათი გაგრძელებისკენ მოუწოდებს. განსაკუთრებული აქცენტი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე გაკეთდა. არანაკლებ დიდი ინტერესი იყო იმ სადავო საკანონმდებლო ინიციატივის შეფასების მიმართ, რომელმაც საქართველოში უკვე მეორედ პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია. შოლცის პოზიცია უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონპროექტზე კრიტიკულია.
რა შეფასებებს იღებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის მოლოდინში მყოფი ქვეყანა გერმანიისგან, რომლის პოზიციას ევროკავშირის რამდენიმე წევრთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - სალომე ქოქიაშვილი ბერლინიდან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან