ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრები გაიხსნა


გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი - ოთხთვიანი შეზღუდვების შემდეგ საქართველო ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან საზღვრებს უპირობოდ ხსნის.

ამ ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის არ იმოქმედებს კარანტინის, ან „კოვიდ“-პასპორტის წარდგენის ვალდებულება. მათ შორის, არც საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ხუთიდან რომელიმე ქვეყნის რეზიდენტები არიან. ევროკავშირის უსაფრთო ქვეყნების სიაში მოხვედრის შემდეგ საქართველოსთან სასაზღვრო შეზღუდვები ჩამოთვლილი ხუთეულის გარდა უპირობოდ ევროპის სხვა რამდენიმე ქვეყანამაც გააუქმა, თუმცა მათთან ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისგან ქართული მხარე ჯერ თავს იკავებს.

პარალელურად, საქართველო მთელი მსოფლიოდან მიიღებს საქმიანი ვიზიტებით ჩამოსულ სტუმრებს,  თუმცა გარკვეული პირობით. საქმიანი ვიზიტით შემოსულ პირებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ „კოვიდ-19“-ზე  „პისიარ“-ტესტირება, ან ასევე საკუთარი სახსრებით  გაიარონ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი. ეს პირობა არ ვრცელდება დღეს გაცხადებულ ხუთ ევროპულ ქვეყანაზე. დაიწყება რეგულარული ავიამიმოსვლაც. უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანია „ლუფთანზა“ აგვისტოდან კვირაში ორ რეისს შეასრულებს, ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ ორ საერთაშორისო ავიაკომპანიასთან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან