ვითარება საოკუპაციო ზოლთან


ჩორჩანა-წნელისთან, საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები დღეს არ გამოჩენილან და არც მავთულხლართების მონტაჟი განახლებულა. ვითარებას ადგილზე სამართალდამცველები აკონტროლებენ.

საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ეხმაურება. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ყველა სახის რეაქცია, ხელისუფლების მხრიდან, ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. კომენტარი გააკეთა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმაც.

ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება, რაც სამწუხარო ფაქტია, თუმცა იქვე ამბობს, რომ საუბარი იმაზე, თითქოს ქვეყანა ტერიტორიებს ახლა კარგავს, არასწორია. ჟურნალისტებთან თემაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა განმარტება და თქვა, რომ ოკუპაციას ხელისუფლება მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ პოლიტიკას უპირისპირებს.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან