ვითარება საოკუპაციო ზოლთან


სოფელ ჩორჩანასთან ვითარება მშვიდია. საგუშაგოსთან რჩებიან ქართველი სამართალდამცველები. სიტუაციას აკვირდებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ქართულ პოლიციასთან ერთად, ხაშურის რაიონში, უცხოელი მონიტორები 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ.

რაც შეეხება ბლოკპოსტს, მისი დაშლის საკითხი არ განიხილება. ამ თემაზე, მომავალი კვირის დასაწყისში ერგნეთში კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. მოლაპარაკებები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შედგება.

მიმდინარე პროცესს საერთაშორისო გამოხმაურება უკვე მოჰყვა. შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთს დესტრუქციული ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან