როგორია ონკოლოგიური დაავადებები ბავშვებში, მოზრდილებში და ზრდასრულებში - 8 791 ახალი შემთხვევა-სწორედ ამ რაოდენობის კიბოს ახალი დიაგნოზი დაფიქსირდა 2017 წელს. სახელმწიფო მონაცემებს უკვე მესამე წელია ახალი მეთოდით ითვლის. ირაკლი კოხრეიძე:\" უდიდესი მადლობა ეკუთვნის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც შექმნა კინოს რეესტრი, რამაც მოგვცა შესაძლებლობა ვიცოდეთ, რა ძირითადი გამოწვევები არის ონკოლოგიურ დაავადებებს შორის\". მაია კერესელიძე:\" ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით აბსოლიტურად ყველა ონკოპროვაიდერი ვალდებულია, რომ ყველა ახალ შემთხვევაზე მან შეავსოს სპეციალური ფორმა, რომელიც შექმნილია კიბოს რეგისტრისთვის და მოგვაწოდოს ჩვენ (00:22:20)\". მარიამ ჯაში:\" მინდა კიდევ ერთხელ დავამშვიდო საზოგადოება, რომ არსებული კვლევებით უშუალო კავშირი ტექნოლოგიების გამოყენებასა და ონკოლოგიური დაავადებების ზრდას შორის არ არსებობს\".