ტყვიის მაღალი შემცველობა - იმედი - 03. 04. 2019.
ჩვენ ძალიან ხშირად ვაშუქებთ სხვადასხვა ნივთებში და პროდუქტებში მავნე ნივთიერებების შემცველობის პრობლემატიკას და ამჯერად კიდევ ერთი ახალი კვლევა ჩაატარეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. კერძოდ მათ ტყვიის შემცველობაზე თბილისის სხვადასხვა უბანში 17 ოჯახიდან აღებული 268 ყოველდღიური მოხმარების ნივთების სინჯების ლაბორატორიული ანალიზი ჩაატარეს და კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა, როგორც სამშენებლო მასალებში, ისე საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სურსათშიც კი. გამოკითხულთა 77% ბავშვები შეადგენდნენ, რომელთა სისხლში ასევე მარალი იყო ტყვიის კონცენტრაცია. უფრო დეტალურად კვლევის შედეგებზე ამ კვლევის კოორდინატორი ნოდარ ტანგიაშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ "(02:05) საქმე იმაშია რომ სამშენებლო მასალებისთვის ნორმა არ არსებობს, სახელმწიფოს აქვს სურსათზე, აქვს წყალზე, სუნელებზე, მაგრამ სამშენებლო მასალებზე საერთოდ რეგულაცია არ არის".როგორც აღმოჩნდა, თითქმის ყოველ მე-5 ნივთში არის ტყვია. კიდევ ერთ კვლევას ელოდება ჯანდაცვის სამინისტრო. მინისტრის ინფორმაციით, იმ ბავშვებთან რომლებთანაც ტყვიის მაღალი შემცველობა გამოიკვეთება, ოჯახის ყველა წევრს ჩაუტარდება ანალიზი. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამა სპეციალური მედიკამენტით მკურნალობასაც უზრუნველყოფს და საქართველოში შემოიტანს. რა სტრატეგია აქვს საბოლოო ჯამში ჯანდაცვის სამინისტროს ამ პრობლემასთან საბრძოლველად, დღეს იმედის დღეში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ისაუბრებს.
NCDC Georgia-ის სხვა ვიდეოები
შეხვედრა სენფორდის გამომცემლებთან სამომავალო თანამ...
51:07
ონკოლოგიური დაავადებები ბავშვებში - მაესტრო - 13....
05:41
აპლიკაცია "თავს ვანებებ"
04:53
დარღვევები სტომატოლოგიურ კლინიკებში - ტვ პირველი -...
11:00
ტყვიის მაღალი შემცველობა - იმედი - 03. 04. 2019.
07:03
ხელით გასახვევი თამბაქო - მაესტრო - 03. 04. 2019.
13:38
დღე თამბაქოს კვამლის გარეშე - იმედი - 29. 03. 2019...
01:30
როგორ ვრცელდება COVID-19 და როგორ დაიცვათ საკუთარი...
მსგავსი ვიდეოები
კვლევის შედეგად ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა საყოფაცხოვ...
TV IMEDI
სისხლში ტყვიის მაღალი შემცვლელობა გამოკვლეული ბავშვების 41%...
TV IMEDI
ქართულ სანელებლებში ტყვიის შემცველობა ისევ მაღალია სახელმწი
keti partskhaladze
კვლევა - ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოვლინ...
Business Media Georgia
ტყვიის შემცველობა ბავშვების სისხლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის მაღალი შემცველო...
UNICEF Georgia
#მოამბე 21 საათზე, პირველი ივლისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სათამაშოების ბაზრის კონტროლი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster