„ჟურნალისტები ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად“
„ჟურნალისტები ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად!“ - დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი ცხრა წლის გახდა. თარიღთან დაკავშირებით, ფონდმა პრესკონფერენცია საზოგადოებრივი მაუწყებლის საკონფერენციო სივრცეში გამართა. ცხრა წლის წინ ჟურნალისტები ჩვენი კოლეგის, ოპერატორ დიტო ცინცაძის გადასარჩენად გავერთიანდით. მიზნის მიღწევის შემდეგ, გადაწყდა მედიის წარმომადგენლების გაერთიანება არასრულწლოვანი ონკოპაციენტების დასახმარებლად. მას შემდეგ ფონდმა შეძლო და გადაარჩინა კიდევ არაერთი 18 წლამდე ასაკის ონკოლოგიურად დაავადებული პაციენტის სიცოცხლე. მძიმე პანდემიური ვითარების მიუხედავად, ერთგული მეგობრების, პარტნიორებისა და დონორების დახმარებით, ფონდი 417 ბენეფიციარს დაეხმარა სამედიცინო სერვისების დაფინანსებაში. ბენეფიციარებს დაუფინანსდათ სამედიცინო კვლევა, მკურნალობა საზღვარგარეთ, მგზავრობა, სასტუმრო, მედიკამენტები, 2013 წლიდან დღემდე, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით, ფონდის მიერ სულ შეგროვდა და გაიცა 3,5 მილიონი ლარი. დიტო ცინცაძის სახელობის ფონდი ნდობისთვის და თანადგომისთვის მადლობას უხდის საზოგადოებას და მოუწოდებს ქველმოქმედებისკენ, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებლად. დიტო ცინცაძის სახელობის ფონდში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქველმოქმედო სატელეფონო ნორმით - 09-01-08-08-06. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ლაშა ტალახაძე/დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი/გავერთიანდეთ
Dimitri Tsintsadze
სამგზავრო სავარძელი ბავშვების სიცოცხლის დასაცავად
your-car-seat.online
„მოამბე“ სტიქიის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ბავშვებს აქვთ სიცოცხლის უფლება"
ტელეკომპანია თანამგზავრი
თამთა სანიკიძე/დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი/ერთად გადავა...
Dimitri Tsintsadze
დიკო ჯოჯუა/დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი/გავერთიანდეთ
Dimitri Tsintsadze
Traffic Rules \u0026 People| School Project / მოძრაობის წესე...
Ekaterine Papava
ომარ ჩიტაია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster