მიუნხენის კონფერენცია - უკრაინის საკითხის განხილვა


მიუნხენში ევროპისა და აშშ-ის ლიდერები გლობალური უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომია. ამ ფონზე, ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ აუცილებელია ევროპამ თავდაცვისუნარიანობა გააძლიეროს და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გაზარდოს. როგორც ერთ-ერთ დისკუსიაზე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, უკრაინა აუცილებლად გახდება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, თუმცა ეს ომის დასრულების შემდეგ მოხდება. ანალოგიური მოსაზრება ჰქონდა დანიის პრემიერ-მინისტრსაც, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. დღეს მიუნხენის კონფერენციის ბოლო დღეს საერთაშორისო ფორუმზე ერთ-ერთ საკითხად განიხილება ევროკავშირის გაფართოების თემაც.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან