პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან საგანგებო შეხვედრა გამართა
საქართველოს მთავარ სამთოსათხილამურო კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან საგანგებო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს წყალმომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ის ნაბიჯები, რომელსაც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები პრობლემის დაფიქსირების შემდეგ დგამენ. შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა განმარტებით, პრობლემა გამოიწვია უმეტესად მშრალმა, უნალექო კლიმატმა, რის შედეგად, წყლის რესურსი მკვეთრად შემცირდა. ასევე, სწორედ წყლის არასაკმარისი რესურსის გამო, ვერ მოხერხდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამუშავებაც. საკოორდინაციო ჯგუფის ინფორმაციით, ზამთრის კურორტებზე, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია საცობების პრობლემა, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურა - დასრულებულია შემოვლითი გზის მშენებლობა, წრიული გზის რეაბილიტაცია და შექმნილია დამატებითი საპარკინგე სივრცეები. შეხვედრის დასრულებისთანავე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები კვლავ ადგილზე, ბაკურიანსა და გუდაურში გაემგზავრნენ, სადაც კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, რათა შესაძლო ხარვეზები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ეს ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა
Georgian Government
შეხვედრა ძალოვან უწყებებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერი უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებ...
Georgian Government
ეკონომიკური საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერი სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
Georgian Government
სამუშაო შეხვედრა COVID-19-თან დაკავშირებით
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
კორონავირუსი - საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკოორდინაციო საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster