პრემიერი სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაწესებულებებს კოორდინაციას გაუწევს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გამართულ შეხვედრაზე მიიღო. კლინიკური კონტროლის ჯგუფი, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის საქართველოს მასშტაბით გამოყოფილი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კლინიკებში მკურნალობის პროცესს კოორდინაციას გაუწევს და სამედიცინო პერსონალს შესაბამის რჩევებს გაუზიარებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გეგმის მიხედვით მოქმედებს და კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ეფექტურ ღონისძიებებს ახორციელებს. სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან დღეს გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე მოისმინა ინფორმაცია ჯანდაცვის სექტორის საჭიროებებსა და არსებულ სიმძლავრეებზე. შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე ესწრებოდნენ. მთავრობის მეთაური მსგავსი ტიპის საკოორდინაციო შეხვედრებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, სახელმწიფო კლინიკებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან რეგულარულად განაგრძობს. კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი - www.stopcov.ge შექმნა #StopCoV
Georgian Government-ის სხვა ვიდეოები
პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მი...
ოფიციალური სადილი ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართვე...
ოფიციალური ვახშამი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური...
გახარია - ყველა ადამიანს, რომელიც არ დაემორჩილება...
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყ...
ვიდეომიმართვა საერთაშორისო გარემოს დაცვის ფორუმზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Hu...
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში მე...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი გახარია ექიმებს - მადლობა იმ სამოქალაქო გმირობისთვის,...
Georgian Government
შეხვედრა კლინიკების ხელმძღვანელებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა კლინიკების ხელმძღვანელებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები...
Georgian Government
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა
Georgian Government
#მოამბე 21 საათზე, 24 ივლისი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერი სახელმწიფო კომისიას ქმნის
TV3
პრემიერი ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster