მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღო
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 1. 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის; 2. დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები; 3. კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა; 4. მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი; 5. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის; მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არსებობს კრიტიკულად მნიშვნელოვანი 4 განზომილება, რომლის ეფექტური მართვაც საბოლოო ჯამში არსებულ გამოწვევასთან გამკლავებაზე აისახება. ესენია - ჯანდაცვა; ეკონომიკა; ლოგისტიკა და მარაგების მართვა; საზოგადოებრივი წესრიგი. თითოეულ მიმართულებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი პროფილის მინისტრი. საბჭოს სხდომაზე მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და საჭიროების შემთხვევაში კლინიკების მზადყოფნის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 33 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 637 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - 54 პირი. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, ხშირად დაიბანონ ხელი, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, არ იმოგზაურონ საზღვარგარეთ და რისკის ზონაში მოხვედრის შემთხვევაში, მკაცრად დაიცვან თვითიზოლაციის წესები. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი. კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი - www.stopcov.ge შექმნა #StopCoV
Georgian Government-ის სხვა ვიდეოები
პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მი...
ოფიციალური სადილი ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართვე...
ოფიციალური ვახშამი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური...
გახარია - ყველა ადამიანს, რომელიც არ დაემორჩილება...
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყ...
ვიდეომიმართვა საერთაშორისო გარემოს დაცვის ფორუმზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Hu...
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში მე...
მსგავსი ვიდეოები
მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები...
Georgian Government
საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროები...
Georgian Government
ფართოვდება დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მომსახურების პ...
Georgian Government
პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საბჭოს ახალი გადაწყვეტილებე...
Georgian Government
საგანგებო მდგომარეობით დადგენილი ზომები, შესაძლოა გამკაცრდეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინ...
Georgian Government
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდ...
Georgian Government
საგანგებო მდგომარეობის მოხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster