პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საბჭოს ახალი გადაწყვეტილებები მედიას გააცნო
გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, რომ პირველი გამოჯანმრთელებული ადამიანი საავადმყოფოდან გაეწერა. მიუხედავად იმისა, რომ ის თვითიზოლაციაში რჩება, ის სამკურნალო დაწესებულებიდან არის გასული. ეს არის პირველი შემთხვევა და რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს სამედიცინო სექტორის თანამშრომლებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს დამშვიდების საფუძველი. პირიქით. დღეს ჩვენ აბსოლუტურად მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდა ინფექციის განვითარების იმპორტირების და შეჩერების ფუნქციას, დღეს უკვე ჩვენ ფაქტობრივად გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება. ეს არის ობიექტური რეალობა. და ჩვენ ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი - www.stopcov.ge შექმნა #StopCoV
Georgian Government-ის სხვა ვიდეოები
პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მი...
ოფიციალური სადილი ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართვე...
ოფიციალური ვახშამი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური...
გახარია - ყველა ადამიანს, რომელიც არ დაემორჩილება...
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყ...
ვიდეომიმართვა საერთაშორისო გარემოს დაცვის ფორუმზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Hu...
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში მე...
მსგავსი ვიდეოები
მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები...
Georgian Government
მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები...
Georgian Government
პრემიერი უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებ...
Georgian Government
საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროები...
Georgian Government
კორონავირუსი - საკოორდინაციო საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომი...
Georgian Government
ფართოვდება დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მომსახურების პ...
Georgian Government
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინ...
Georgian Government