რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. რუმინელ კოლეგას ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. აღინიშნა, რომ რუმინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ერთ-ერთი ერთგული მხარდამჭერია. მისი განცხადებით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის, რუსეთის აგრესიული ქმედებების შეკავებისა და ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, რაც ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობას ისახავს მიზნად. მან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების შესახებაც ისაუბრა. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის და განვითარების მნიშვნელობაზე საუბარს; აღინიშნა, რომ რუმინეთთან თანამშრომლობა თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, სამხედრო განათლების, ერთობლივი წვრთნების, ასევე მრავალეროვნულ სწავლებებში რუმინელი სამხედროების მონაწილეობის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში რუმინეთის ჩართულობის კუთხით მნიშვნელოვანია. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრებმა ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ სტრატეგიული ხასიათის შეთანხმებას. ასევე, გაფორმდა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის წლიური გეგმა. მოგვიანებით, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.