ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს - საერთაშორისო გამოხმაურება
საქართველოსათვის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ეხმაურებიან ევროპული ქვეყნების ლიდერები. გერმანიის ევროპის მინისტრი აცხადებს, რომ მისასალმებელი და სწორი სიგნალია ევროკომისიის რეკომენდაცია სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებას მიესალმება რუმინეთის პრეზიდენტი და „ტვიტერის“ გვერდზე წერს: „ამ გადაწყვეტილების შემდეგ გადაიდგმება მთელი რიგი ნაბიჯები წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობაში“. „ფართო ევროკავშირი ნიშნავს უფრო ძლიერ ევროპას.“ - ასეთია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასება. „მივესალმები ევროკომისიის დღევანდელ რეკომენდაციას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და დადგენილი პირობების შესრულების შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ,“- წერია განცხადებაში. დადებით შეფასებას ეხმაურება ირლანდიის სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და თავდაცვის საკითხებში. „ნამდვილად პოზიტიური სიახლეა ევროკომისიის რეკომენდაციით, რომ უკრაინამ, მოლდოვამ, საქართველომ და ბოსნია და ჰერცეგოვინამ ყველამ გადადგას შემდეგი ნაბიჯები ევროკავშირის წევრობისკენ.“ - განაცხადა ირლანდიის სახელმწიფო მინისტრმა. გამოხმაურებებია ფინეთიდანაც, - ევროპულ საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ „ფინეთი დგას ყველა ქვეყნის გვერდით, როგორც მეგობარი და პარტნიორი მათ გზაზე ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ.“ ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს - შეფასებები...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 2 ნოემბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს | "ოცნება" სა...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს - პრემიერ-მინ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია - რა წერია გაფართოების დო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს - რას ნიშნავს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster