რუმინეთის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა პრემიერთან
საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა და ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობები - აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო კავშირებს თავდაცვის სფეროში. ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ახლახანს ხელმოწერილი დეკლარაციის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა რუმინეთის მნიშვნელოვან კონტრიბუციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. აგრეთვე, ყურადღება დაეთმო ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზადაა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და ხაზი გაესვა რუმინეთის მნიშვნელოვან წვლილს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. მხარეებმა მიმოიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან
Irakli Garibashvili
შეხვედრა თამარ ბერუჩაშვილთან, რომელიც რუმინეთში საქართველოს...
Irakli Garibashvili
შეხვედრა რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან
Georgian Government
შეხვედრა რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტთან
Irakli Garibashvili
საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა
თავდაცვის სამინისტრო
ორი პრემიერის შეხვედრა რუმინეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუმინეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"რა ვიცით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" - ვიქტორინა ART გა...
Radio Atinati