დონალდ ტრამპის მკვლელობის მეორე მცდელობა
დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა - ასეა კვალიფიცირებული ფლორიდაში მომხდარი შემთხვევა. გოლფის კლუბში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ბოლო ორ თვეში ტრამპის სიცოცხლე უკვე მეორედ დადგა საფრთხის ქვეშ. ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს 58 წლის რაიან უესლი რუთი, რომელიც გუშინდელი ინციდენტის დროს აიყვანეს. ჰავაიში მშენებლობაზე დასაქმებულ რუთს დაკავების დროს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. გავრცელებული ცნობით, იყო გასროლაც, თუმცა ჯერ გაურკვეველია, გაისროლა რუთმა, თუ ეს იყო გამაფრთხილებელი გასროლა საიდუმლო სამსახურის მხრიდან. როგორც ადგილობრივ მედიაში წერენ, დაკავებული მამაკაცი სოციალურ ქსელში ხშირად აკრიტიკებდა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, უკმაყოფილო იყო მისი პოლიტიკით, განიხილავდა პოლიტიკურ თემებს და აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად შიდა პოლიტიკური დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება და შესაბამისად, საარჩევნო გარემოც მძიმდება. წინასაარჩევნო მარათონში ჩართული დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის მუხლით კიდევ ერთი საქმე აღიძრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მსოფლიო სიახლეები №1 (ბლოგი)
Ermile Nemsadze
ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ამერიკელებს ერთობისკენ მოუწოდებე...
ამერიკის ხმა
აშშ-ში საპროტესტო აქციები გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკური კომენტარი - დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა, რ...
POSTV - ანალიტიკა
ოპერაცია „ლეგენდა“ - ამერიკელი პოლიციელების დასახმარებლად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსოფლიო ლიდერები ხაშოგის საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 14:00 საათზე - 9 იანვარი, 2020 წელი
TV IMEDI
დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster