ზუგდიდის სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო გაიმართეს

12/22/2016
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, იმიტირებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი გაიმართა. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა ზუგდიდის პირველი,მეორე და კახათის პირველი სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. რაიონული პროკურორის ლევან სალიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდები შეეჩვიონ დემოკრატიას,ხალხის მმართველობას და ისწავლონ უდანაშაულოსა და დამნაშავის გარჩევა.

„ნაფიც მსაჯულთა სასამათლო ეს არის ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება და სწორედ საჯარო სკოლის მოსწავლეების დაინტერესება ამ პროცესში მნიშვნელოვანია.ჩვენ დღევანდელ პროცესში ასევე გამოვავლენთ საუკეთესო მონაწილეებს, როლებსაც ფასიან საჩუქრებს გადავცემთ“

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანიც დანაშაულის პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან