თამბაქოს კონტროლის ალიანსი ხელისუფლებას ხელით გასახვევი თამბაქოს გაძვირებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ მწეველების რაოდენობის შემცირება ამ გადაწყვეტილების მიღების გარეშე შეუძლებელი იქნება. ალიანსის ხელმძღვანელი ეჭვობს, რომ ხელისუფლების მხრიდან თამბაქოს ინდუსტრიის მოთამაშეების მიმართ ბოლო დროს გამოხატული ლოიალურობა კორუფციის რისკებს შეიცავს. თამბაქოს კონტროლის ალიანსში აღნიშნულ ეჭვებს აღრმავებს ის ფაქტი, რომ კაზიონების შემდეგ სლოტ კლუბებში მოხდა თამბაქოს ზედამხევდელობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა. გიორგი ბახტურიძე იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან პირობა იყო მიცემული, რომ თამბაქოსთვის თავის დასანებებელი აბები და მკურნალობა უნდა გათავისუფლებულიყო დღგ-ისგან, თუმცა ეს ასე არ ხდება და ადამიანებს ეკარგებათ სტიმული, რომ დაანებონ თავი მოწევას. გიორგი ბახტურიძემ კონტრაბანდულ სიგარეტზეც ისაუბრა და აღსრულების მექანიზმი დაიწუნა. მან თქვა რომ ამ კუთხით აუცილებელია მუშაობა და კონტროლის გამკაცრება. გიორგი ბახტურიძე \"მარტის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ ამ საკითხზე და უახლოეს პერიოდში ეს მედიკამენტები მასობრივად ხელმისაწვდომი გახდება, მაგრამ ჯერჯერობით ფინანსთა სამინისტროში ეს გადაწყვეტილება კეთილსაიმედო არ არის. (01:40)\" ზოგადად თამბაქოზე კონტროლის გამკაცრების არც ის მწარმოებლები არიან, რომლებიც თამბაქოთი ვაჭრობენ, ისინი ამბობენ რომ კარგი იქნება თამბაქოზე კონტროლის დაწესება და ისინი მიესალმებიან ამ ფაქტს, თუმცა, მათი თქმით ეს გადაწყვეტილება ნაადრევად იქნა მიღებული. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ აუცილებელია კონტრაბანდულ სიგარეტზე კონსტროლის გამკაცრება, ვინაიდან ისინი არიან არაკონკურენტუნარიან გარემოში და ეს მათ წარმოებას აზიანებს. ბიზნესასოციაციის იურისტის თქმით, საქართველოს კანონმდებლობით თამბაქოს ახალი პროდუქტის და ელექტრონული სიგარეტების რეგულირება განსხვავებულია ევროკავშირის კანონმდებლობისგან და ეს პრობლემატურია. დაავადებათა კონტროლის ცენტრში კი ფიქრობენ, რომ ზოგადად მწეველების რაოდენობა და იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უნდათ მოწევას თავი დაანებონ გაზრდილია. ამ ფაქტს ის ადასტურებს, რომ გაზრდილია ცხელ ხაზზე შესული ზარების რაოდენობა. მიმდინარეობს კონკრეტული ექიმების გადამზადება, რათა მათ შეძლონ და ფსიქოლოგიური დახმარება გაწიონ მწეველებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტეს ისიც, რომ ისინი მუშაობენ კონკრეტულ მექანიზმზე, რომლის მიხედვითაც ნაწილობრივ მაინც დაფინანსდება მკურნალობის პროცესი.