#Cinnamonrolls (buns) დარიჩინის ფუნთუშები
#fall #cinnamon #cinnamoroll #cinnamonrollsrecipe #cinnamons #cinnamonbuns #fullrecipe #moresubscribers #moreviewes #food #baking #buns #fallrecipe ----- cinnamon rolls, დარიჩინის ფუნთუშები ----- დღეს გაგიზიარებთ ამერიკული cinnamonrolls, დარიჩინის ფუნთუშების ჩემ საყვარელ რეცეპტს, რომელიც მარტივია და თან ყველას გამოგივათ 😉 ინგრედიენტების ნუსხა ასეთია რძე-300მლ შაქარი-100გრ საფუარი-10გრ ფქვილი-650გრ მარილი-მწიკვი კვერცხი-2ცალი კარაქი-100გრ გულსართისთვის შაქარი-150გრ დარიჩინი-2-3ჩ.კ( რაც მეტი უკეთესი) კარაქი-100გრ კრემისთვის: კრემყველი-200გრ შაქრის პუდრა-50გრ კარაქი-50გრ ან ნაღები-50გრ პირველ რიგში დავაყენოთ საფუარი, თბილ რძეს შევურიოთ საფუარი, 2ს.კშაქარი(სრული რაოდენობიდან) და 3ს.კ ფქვილი(სრული რაოდენობიდან) გადავურიოთ კარგად და გავაჩეროთ 15-20წუთი. შემდეგ დიდ თასში კვერცხი, შაქარი და მარილი გავთქვიფოთ, დავუმატოთ საფუარის მასაც და გამდნარი კარაქი, გადავურიოთ კარგად და დავუმატოთ ფქვილი მთლიანად, ცომს მოვუყაროთ თავი ერთად, ანუ რომ შეიკვრას ერთიანი გუნდა, ეს შეგიძლიათ კოვზითაც გააკეთოთ და დავასვენოთ 20წუთით და ამის შემდეგ ვიწყებთ ცომის დამუშავებას, ზეთიანი ხელით 8-10წუთის განმავლობაში ვზილავთ. ნახავთ როგორ შეიცვლება ცომის სტრუქტურას. ცომი გამოდის ნაზი და ცოტათი შეიძლება ქონდეს კიდე წებოვნება, მაგრამ მეტი ფქვილი არ დაამატოთ, ზეთიანი ხელით ზილეთ მხოლოდ. დამუშავებულ ცომს დააფარეთ თავზე და გააჩერეთ საათნახევარი-2საათი ასაფუებლად. ამასობაში მოამზადეთ გული, კარაქი გაადნეთ და შაქარში გადაურიეთ დარიჩინი. ასეთი წესით მომზადებული ცომი არის უღუნღულესი და ძალიან სასიამოვნო სამუშაოდ, გაათხელეთ საშუალოდ 40x60 ზომის მართკუთხედად, მე სილიკონის დასაფენი გამოვიყენე, გადაუსვით კარაქი, მოაყარეთ დარიჩინიანი შაქარი და მჭიდროდ გადაახვიეთ, მე ბოლოში არ გადავახვიე მჭიდროდ და მომიწია თითოეული ფუნთუშის გადახვევა, ვიდეოში ნახავთ. 😊 გამომივიდა 16ცალი ფუნთუშა, დააწყვეთ საცხობ ფირფიტაზე, დაუტოვეთ ადგილი ასაფუებლად და გააჩერეთ 30წუთით. გამოაცხვეთ 180გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25წუთის განმავლობაში. გამოცხობამდე ზემოდან არ ვუსვავთ არაფერს. გამომცხვარ არომატულ და ღუნღულა სინებონებს, თბილსვე ზემოდან გადაუსვით კრემყველის კრემი. აცადეთ ცოტა შეგრილება და უგემრიელესი ფუნთუშები მზად არის დასაგემოვნებათ 👌 #coomingwithtamara #cinnamonrolls ------------------------------ filming on * 4kUltra hd * canon E800 ---------------------------- follow me on * instagram / tamarlagazauri * facebook / tamuna.lagazauri * pinterest / boards
Cooking with Tamara-ის სხვა ვიდეოები
03:11
შოკოლადის ბრაუნი კრემყველით #ბრაუნი #brauni #Бр...
09:41
პილმენი. მარტივი და გემრიელი რეცეპტი.
09:36
ხინკალი. მინი მასტერ კლასი ხინკლის მოხვევის Хинкал...
08:10
კრუასანი როგორ მოვამზადოთ კრუასანი მარტივად
14:40
Easy room decor,diy child room corner. part 1 მარტ...
03:30
სააღდგომო კვერცხი. როგორ შევღებოთ კვერცხი
05:30
შიფონის ბისკვიტი. "ჟენუაზის" მარტივი რეცეპტი. #მარ...
05:46
ორი კექსის შეჯიბრი, სამარხო-უმარხო გამომცხვარი არა...