კვლევა: მგზავრთა გადაყვანის სფერო რეფორმებს საჭიროებს
საქალაქთაშორისო მიმოსვლის შესახებ ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ამ საკითხზე მომზადებული კვლევის შედეგები წარადგინეს. კვლევა ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და CRRC-საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა. მასში საგზაო უსაფრთხოების დარღვევის სხვადასხვა ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, მძღოლების მხრიდან სიჩქარის გადაჭარბება, ტელეფონის გამოყენება, მანევრირება, მგზავრების ფეხზე დაყენება ან მათი დამატებით სკამებზე განთავსება. CRRC-საქართველოს მკვლევარის გიორგი ბაბუნაშვილის თქმით, მათ მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გარკვეული შედეგი გამოიღო. „მძღოლების მხრიდან შემცირდა დარღვევების ფაქტები, მაგალითად, სიგარეტის მოწვევა, ტელეფონით სარგებლობა, აგრესიული მანევრირება“, - აღნიშნა ბაბუნაშვილმა. ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“დირექტორის ირაკლი იზორიას თქმით, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იცოდნენ არსებული პრობლემების შესახებ და აუცილებელია გაიზარდოს ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა მათ მოგვარებაში. მკვლევარების რეკომენდაციით, საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭიროა საკანონმდებლო სიცარიელეების ამოვსება, მონიტორინგი და აღსრულების ეფექტური გზები. ამასთან, მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაა საჭირო, რომელიც მიმართული იქნება მგზავრთა უსაფრთხოებისა და კომფორტის ზრდაზე. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
კვლევა ტრანსპორტის უსაფრთხოების საკითხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კვლევა
Tamari Abramishvili
კვლევა საზოგადოებრივ მაუწყებელზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კვლევა: მაღალი არტერიული წნევის დარეგულირება მედიკამენტების...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
თქვენ ხართ? მეცნიერ-გამომგონებელი
ბირდაბირი
კვლევის ანალიზი
eka tskhadaia
კვლევა მომსახურების სფეროში - ირაკლი მხეიძე
Georgian Trade Unions
EMCDDA ის წარმომადგენელი ჟოაო მატიასი ევროპულ ვებ გამოკითხვა...
ევროპული ვებ გამოკითხვა ნარკოტიკებზე - საქართველო