აქციები რუსთაველის გამზირზე - სასამართლო განხილვა

21.10.2025 01:47

სამოქალაქო აქტივისტის იმედა კლდიაშვილს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე, მოსამართლემ 9-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.  
კლდიაშვილს საგამოძიებო უწყება რუსთაველზე, აქციაზე 19 ოქტომბერს ხელოვნურად გზის გადაკეტვას ედავებიან. იმედია კლდიაშვილი გზის გადაკეტვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გზის გადაკეტისთვის ხალხის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. კლდიაშვილის თქმით, ის იმ დროის განმავლობაში, რაც საპატიმროში იქნება, არ მიიღებს საკვებს და იქნება მშიერი.  ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, შეაჩერონ საქმის განხილვა და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, რადგან კანონი რომლითაც პირებს პატიმრობაში უშვებენ არაკონსტიტუციურია. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მოსამართლის თქმით, მხარეს თავად აქვს უფლება მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოში  კიდევ ერთი აქტივისტის კონსტანტინე მიქაიას სასამართლო პროცესი დაიწყო. მას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. სამართალდამცველებმა ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს კონსტატინეს მამა კახა მიქაია, ბექა ქურხული, ბაჩო კუცია, ფორმულას სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია და რეჟისორი გიორგი თავართქილაძე.  მათი პროცესებიც სასამართლოში სავარაუდოდ დღის განმავლობაში ჩაინიშნება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო