7 ნოემბრის მოვლენებიდან 16 წელი გავიდა
7 ნოემბრის მოვლენებიდან 16 წელი გავიდა. 2007 წელს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ანტისახელისუფლებო პროტესტი და აქციები დარბევითა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებითა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნით დასრულდა. მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ აქციის მონაწილეებს ხელისუფლება რეზინის ტყვიებით, ხელკეტებით, წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით სასტიკად გაუსწორდა. რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეპიცენტრში რიყე მოექცა. აქციების ძალისმიერი დარბევის შედეგად მძიმედ დაშავდა და დაზარალდა ასეულობით ადამიანი. დღის დასასრულს კი სპეცდანიშნულების რაზმი ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა და არხი გათიშა. 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე, ამ დრომდე საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
16 წელი 7 ნოემბრის მოვლენებიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარტია „გირჩის“ ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
11 წელი 7 ნოემბრის მოვლენებიდან - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი გავიდა
TV IMEDI
10 წელი 7 ნოემბრის მოვლენებიდან
TV 25
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი გავიდა
Rioni.TV
9 წელი 7 ნოემბრის მოვლენებიდან
აჭარის არ უმაღლესი საბჭო
„მე ვიცავ თავისუფლებას“ - შეკრება რუსთაველის თეატრთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster