„ქალთა სახეები“ – „მომავლის თაობის“ გამოფენა „ათინათში“

03/10/2017
Radio Atinati-ის მიერ

ქალთა კვირეულის ფარგლებში ასოციაცია „ათინათში“ გამოფენა ჩატარდა, რომელზეც პროგრამა „მომავლის თაობის“ სამოქალაქო კლუბის წევრებმა 20-ე საუკუნის წარმატებულ ქალებზე ისაუბრეს.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოსწავლეებს, რომლებმაც იმუშავეს, მოიძიეს ინფორმაცია და განსხვავებული სახით წარმოადგინეს ისინი და მათ მასწავლებლებს“, - თქვა სამოქალაქო კლუბების კოორდინატორმა სალომე გარდავამ.

ღონისძიებაში მონაწილეობა პროგრამის მონაწილე 7-მა სკოლამ მიიღო. წარმოდგენილი პრეზენტაციებიდან სპეციალურმა ჟიურიმ 3 საუკეთესო გამოვლინა.

„ჟიურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის დეტალები, რომლებიც საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი. სწორედ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელეთ და შეავრჩიეთ სამი საუკეთესო პრეზენტაცია: ეს იყო ჭაქვინჯის საჯარო სკოლა მარგარეტ ტეთჩერზე, სენაკის კერძო სკოლა როზა პარსკზე და ჯიხაშკარის საჯარო სკოლა კოკო შანელზე“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მაგდალინა თოდუამ.

ორგანიზატორებმა მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან