ბრალდება „ნაციონალურ მოძრაობას“ - სუს-მა გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო. როგორც საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, გამოძიება 325-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, უწყების მიერ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა უკრაინელ კოლეგებს. შეგახსენებთ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეული პროვოკაციების დაგეგმვის მიზნით არის მობილიზებული და სწორედ ამის გამო თქვეს უარი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად ვიზიტზე. ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ეძებს მიზეზებს, რომ უკრაინაში ვიზიტზე „ქართული ოცნების“ უარყოფითი პოზიცია გადაფაროს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#არჩევნები2020 „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში პარკირების მოსაწყობად გამოცხადებული აუქციონი
Radio Atinati
მერობის კანდიდატი: „ევროპული საქართველო“ და ენმ საარჩევნო უბ...
Radio Atinati
სოსო თოფურიძის ბრალდება „ნაციონალურ მოძრაობას“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრალდება მუქარის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ალი ბაბაევის ბრალდება „ნაციონალური მოძრაობას“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster