სოსო თოფურიძის ბრალდება „ნაციონალურ მოძრაობას“
10/06/2022
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოში ძებნილი, სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ თანხების არასწორ ხარჯვაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„პატივცემულო საზოგადოებავ, მე მივიღე სიგნალი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ. გაცნობეთ თქვენ, ხალხს, რამეთუ ყველა ინფორმაცია გამჭირვალე უნდა იყოს თქვენთვის“ - წერს თოფურიძე. რა უჯდება „ნაციონალურ მოძრაობას“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შენახვა - ამ კითხვის პასუხად თოფურიძე სხვადასხვა აქტივობაში გადახდილ თანხას აქვეყნებს - მაგალითად „ფეისბუქი“ – 500 000, დაცვის ხელფასი - თვეში 18 000, საწვავი ოთხი ტონა თვეში 12 000, - ვკითხულობთ თოფურიძის პოსტში.
თოფურიძის ამ განცხადებას პარტიამ განცხადებით უპასუხა, რომელშიც ნათქვამია, რომ რამდენიმე დღეა, საზოგადოება თვალყურს ადევნებს სიცრუეზე აგებულ კამპანიას, რომლის მიზანს, ერთის მხრივ წარმოადგენს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ცალკეული ლიდერების დისკრედიტაცია, მეორეს მხრივ კი, თანამოქალაქეების, პარტიის ერთგული მხარდამჭერების შეცდომაში შეყვანა, ხელოვნურად დაპირისპირების გაჩენა და მთავარი მიზნიდან გადახვევა. „გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები არის ღია და გამჭვირვალე, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გაეცნოს“ - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.