შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა თიბისი გალერეაში, რომელსაც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი და ისთერნ პრომოუშენსის დირექტორი გიორგი კერესელიძე უძღვებოდნენ.
15-24 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად, მსოფლიოს ცნობილი უცხოელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები 10 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება. წელს შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში ტარდება.
http://culture.gov.ge/