ბათუმის შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი

07/14/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

15-24 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად, მსოფლიოს ცნობილი უცხოელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები 10 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება. წელს შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში ტარდება. 2016 წლის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: QUINCY JONES \u0026 THE GLOBAL GUMBO ALL STARS, JAMIE CULLUM, MACY GREY, THE PRODIGY, Ms. Lauryn Hill, MILES ELECTRIC BAND, NIK WEST და Chris Brown. ფესტივალის ფარგლებში, კლუბში „Take Five” შედგება MACY GRAY DJ SET; გაიმართება NIK WEST -ის, DJ LOGIC \u0026 Friends - ის და ასევე, ქართველი მუსიკოსების კონცერტები. ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ „BRASS BAND“-ების კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში უცხოელი შემსრულებლების გარდა ბათუმის კოლონადებთან კონცერტებს გამართავენ ჯაზ-ბენდები.




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან