მაილს ელექტრიკ ბენდის კონცერტი
პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი გრძელდება. 16 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში მაილს ელექტრიკ ბენდის (MILES ELECTRIC BAND) კონცერტი გაიმართა. 11 ვარსკვლავისგან დაკომპლექტებულმა ბენდმა, რომლის ხელმძღვანელიც მუსიკოსი ვინს უილბერნია, მაილს დევისის „ელექტრონული პერიოდის“ მუსიკა შეასრულა. პროექტის შექმნის იდეა 2011 წელს გაჩნდა, როდესაც მაილს დევისის დისშვილმა ვინს უილბერნიმ „მაილს დევისის ფესტივალში" მონაწილეობის შესახებ მიწვევა მიიღო. ბენდის წევრები, ძირითადად, მაილს დევისის „ელექტრონული პერიოდის" მუსიკას უკრავენ, სწორედ აქედან მოდის ბენდის სახელწოდებაც - „The Miles Electric Band”. ბენდის შემადგელობაში შედიან ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: გრემის ორი ნომინანტი - ჯონ ბიზლი და რობერტ ირვინგ III (John Beasley and Robert Irving III) - კლავიში; გრემის ნომინანტი ბედელ როი ( Badal Roy) - ტაბლა; ლეგენდარული ბლექბირდ მაკნაითი (Blackbyrd McKnight) - გიტარა; მუნიუნგო ჯექსონი (Munyungo Jackson) - პერკუსია და გრემის მფლობელი ვინს უილბერნი უმცროსი (Vince Wilburn, Jr.) - დრამი. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
თბილისის რიგით 21-ე ჯაზ ფესტივალი დასრულდა
Music Box
მაილს სვინი — ჭეშმარიტების სარტყელი | 14 აპრილი, 2019
EFCK • ქუთაისის სახარების რწმენის ეკლესია
მაილს დევისი
TV IMEDI
სად და როდის გაიმართება Miles Ahead-ის პრემიერა?!
Music Box
მაილს სვინი - „გაამხნევეთ ერთმანეთი“
EFCK • ქუთაისის სახარების რწმენის ეკლესია
ბათუმის ჯაზფესტივალზე მაილს დევისის ცხოვრების ამსახველ მხატვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე მაილს დევისის ცხოვრების ამსახველ მ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აუ როგორ მევასება ეს მაილს დევისი ტო
Acho Panchulidze