თბილისის რიგით 21-ე ჯაზ ფესტივალი დასრულდა
21 წლიანი ტრადიციის მქონე თბილისის ჯაზ-ფესტივალმა წელს მსოფილიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანასთან ერთად პირველად აღნიშნა ჯაზის საერთაშორისო დღე. სწორედ 30 აპრილს იზეიმეს ქართველმა ჯაზ მოყვარულებმა ეს მნიშვნელოვანი თარიღი, შესანიშნავ მაილს ელექტრიკ ბენდთან და ლეგენდარულ რავი კოლტრეინთან ერთად. გეტყვით, რომ ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში, იუნესკოს გენერალური დირექტორის, ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის, მუსიკოსი ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაწესდა. სანამ სცენაზე ლეგენდარული ჯგუფი გამოვიდოდა, მანამდე მსმენელის წინაშე კონსერვატორიის ბენდი წარსდგა. რაც შეეხება მაილს ელექთრიქ ბენდს, ბენდი 9 ვარსკვლავისგანაა დაკომპლექტებული, რომლის ხელმძღვანელიც მუსიკოსი ვინს უილბერნია. ისინი სწორედ მაილს დევისის „ელექტრონული პერიოდის“ მუსიკას ასრულებენ, ამიტომაც ბენდის სახელწოდება შესაბამისია. ბენდის შემადგენლობაში შედიან როგორც ახალგაზარდა ამომავალი ვარსკვლავები, ასევე, გრემის ჯილდოს არაერთგზის მფლობელი მუსიკოსები. მათ შორის ბენდის ერთ-ერთი წევრი მაილს დევისის დისშვილი, ვინსენტ ვილბორნია, რომელიც ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდა. რაც შეეხება სპეციალურ სტუმარს, ლეგენდარულ რავი კოლტრეინს, გეტყვით, რომ მან მუსიკალური კარიერა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. ის ასევე, ლეგენდარული ჯონ კოლტრეინის შვილია, რომელსაც მამამ სახელი საკუთარი კუმირის, ინდოელი მუსიკოსის რავი შანკარის საპატივსაცემოდ დაარქვა. კარიერის დასაწყისში, ახალგაზრდა საქსაფონისტმა დედასთან, ელის კოლტრეინთან ერთად, სხვადასხვა მუსიკალური პროექტი განახორციელა. მუსიკალური კარიერის განმავლობაში კი მას 6 ალბომი აქვს გამოცემული. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები
Music Box-ის სხვა ვიდეოები
"Music Box“ და "ფორტუნა +" -ის ერთობლივი პროექტი "...
რატომ არ მოხვდა ნინა სუბლატი X Factor 2017-ის ჟიურ...
სად შეგიძლიათ Stereo Express-ის და Stefan Biniak-ი...
სად შეგიძლიათ შეფუთოთ ორიგინალურად საჩუქრები - ქარ...
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის რეპერტუარს მისი შვილი
100-ქულიანი მართვის მოწმობა - რამდენი ქულა დაგაკლდ...
ნეილბოქსი ადგილი, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა...
ჭორები რომლებზეც მთელი ფეისბუქი ლაპარაკობს
მსგავსი ვიდეოები
ყველა დეტალი ჯაზ ფესტივალის შესახებ ნიუს ბოქსისგან
Music Box
ჯაზ-ფესტივალის სრული ლაინ აფი ცნობილია
Music Box
ლეგენდარული ჯგუფების, The bad plus-ისა და Naturally 7-ის კონ...
Music Box
მზადება ჯაზ-ფესტივალისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რიგით მე-4 კონფერენცია „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფ...
Music Box
თბილისის მოდის კვირეული იწყება
culturegovge culturegovge
პასუხი კითხვებზე - Comrades Story Challange 12 FEB 2023.
Comrades Story
#ნაშუადღევს ფესტივალი „საჩუქარი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster