პასუხი კითხვებზე - Comrades Story Challange 12 FEB 2023.

11.02.2023 07:27

Comrades Story აწყობს თბილისის შემოგარენში სახალისო ჩელენჯს თავისი გამომწერებისთვის ჩელენჯის დეტალები: გადაიღე ფოტო შენს ავტომობილთან ერთად მითითებულ კოორდინატებზე განთავსებულ ჩვენს ლოგოსთან, დააფიქსირე საუკეთესო დრო და მიიღე პრიზები: კატეგორია 4x4 (ავტომობილი რომელსაც აქვს დამადაბლებელი გადაცემა ე.წ. Low Gear, მაგ. Toyota LC Prado): • 1 ადგილი: ○ სვანეთში სასტუმრო Mountain Mestia -ს ვაუჩერი ორი ღამით ○ საწვავი SOCAR Georgia Petroleum -გან 100 ლიტრის ოდენობით • 2 ადგილი: ○ OFF-ROAD აქსესუარების მაღაზია OFF-ROAD HOBBY -ს 300 ლარიანი ვაუჩერი კატეგორია ქროსოვერი (ავტომობილი რომელსაც არ აქვს დამადაბლებელი გადაცემა ე.წ. Low Gear, მაგ. Toyota Rav4): • 1 ადგილი: ○ კახეთში სასტუმრო Vineyard Hotel \u0026 Winery -ს ვაუჩერი ორი ღამით ○ საწვავი SOCAR Georgia Petroleum -გან 50 ლიტრის ოდენობით • 2 ადგილი: ○ OFF-ROAD აქსესუარების მაღაზია OFF-ROAD HOBBY -ს 200 ლარიანი ვაუჩერი სპეციალური პრიზი: • ტოიოტა ცენტრ თეგეტა გადასცემს სპეციალურ პრიზს, რიგით გამარჯვებულ ტოიოტას მარკის ავტომობილს როგორ მიიღო მონაწილეობა: 1. უნდა გამოიწერო ჩვენი არხი 2. დააკომენტარო ავტომობილის მარკა და მოდელი, მაგ. Subaru Forester რა უნდა გააკეთო, რომ მოიგო ეს ჩელენჯი: • კატეგორიის შესაბამისად (4x4 ან ქროსოვერი) მიხვიდე ყველა კოორდინატზე, იპოვო ჩვენი ლოგო და გადაიღო ფოტო მანქანასთან ერთად ისე, რომ ცალი ერთ კიდურით ეხებოდე ლოგოს და მეორეთი მანქანას, გაითვალისწინე: ○ ფოტო უნდა გადაიღო ისე, რომ ნათლად ჩანდეს რომ ეხები როგორც ლოგოს, ისე მანქანას ○ ფოტოში აგრეთვე ნათლად უნდა იდენტიფიცირდებოდეს შენი ავტომობილის მარკა/მოდელი ○ კარის, საბარგულის გახსნა და მასზე შეხება ნებადართულია • ზემოაღნიშნული უნდა გააკეთო ყველაზე მოკლე დროში კოორდინატების საჯაროდ განთავსებიდან ○ კოორდინატები საჯაროდ გაჟღერდება კვირას - 12 თებერვალს, დილის 11:00 საათზე ○ კოორდინატები განთავსდება Youtube არხზე და Facebook ჯგუფში პოსტის სახით როგორ ვავლენთ გამარჯვებულს: • ორივე კატეგორიაში გამარჯვებულად ითვლება ის ავტომობილი, რომელიც ბოლო კოორდინატთან მოვა ისე, რომ ექნება გადაღებული მოთხოვნების შესაბამისი ფოტო ყველა ან ყველაზე მეტ კოორდინატზე დღის 16:00 საათამდე • ჩელენჯი აქტიურია მაქსიმუმ 16:00 საათამდე, შეწყდება უფრო ადრე, თუ ყველა კატეგორიაში ბოლო კოორდინატთან მოვა ეკიპაჟები, რომელთაც მოვლილი ექნება კატეგორიის შესაბამისად ყველა გამოცხადებული კოორდინატი • ბოლო კოორდინატთან მოსულმა მანქანამ ყველა სურათი უნდა გამოგვიგზავნოს Viber ან WhatsApp -ში, რომლის მისამართს ადგილზე მივაწვდით ჩვენი რეკომენდაციები: • იყოლიეთ მეგზური ან მეგზურები, ვინც შეძლებენ ორიენტირებაში დახმარებას • ნავიგაციისთვის ჩვენ ვიყენებთ OSMAND _ის აპლიკაციას, რომელიც ხელმისაწვდომია iOS და Android პლატფორმაზე • 4x4 კატეგორიაში თუ არ გაქვთ კარგი საბურავები, უმჯობესია არ გარისკოთ ან ნებისმიერ შემთხვევაში სიტუაციიდან გამომდინარე თუ ხვდებით რომ ვერ შეძლებთ გავლას, არ გარისკოთ • რიგ ადგილებში ბუჩქებია და არის ავტომობილის მცირე დაკაწვრის ალბათობა, ამიტომ დაიხმარეთ მგზავრი გადაადგილებისას ჩელენჯის მხარდამჭერები არიან სასტუმრო Mountain Mestia - https://www.facebook.com/profile.php?... სასტუმრო Vineyard Hotel \u0026 Winery -   / hotelvineyard   off road აქსესუარების მაღაზია off road hobby - https://www.facebook.com/profile.php?... SOCAR Georgia Petroleum -   / petroleumproductsimporter   Toyota Center Tegeta -   / toyotategeta   ჩვენი არხის მთავარი მხარდამჭერი Leadersport -   / leadersportge

გაზიარება: