ქალაქ ბოლნისსა და სოფელ რაჭისუბანში პოლიცია საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს

17.04.2020 01:07

ქალაქ ბოლნისსა და სოფელ რაჭისუბანში პოლიცია საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქალაქ ბოლნისსა და სოფელ რაჭისუბანში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. ქალაქ ბოლნისის და სოფელ რაჭისუბანის შესასვლელებსა და გასასვლელებში 5 დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო. საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ. პოლიცია ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფს. პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი გრძელდება
02:26

რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი გრძელდება

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მარნეულში წყლისა და წყალარინების (კანალიზაციის) სრულიად ახალი, თანამერდოვე სისტემები შენდება
01:39

მარნეულში წყლისა და წყალარინების (კანალიზაციის) სრულიად ახალ...

Municipality of Marneuli

წყალმომარაგების და წყალარანიების სისტემების მშენებლობა მარნეულში.
01:24

წყალმომარაგების და წყალარანიების სისტემების მშენებლობა მარნე...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეულში
01:42

ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეულში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მარნეულში  წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა იწყება
05:28

მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა ი...

Municipality of Marneuli

საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სკოლებს სამხატვრო ინვენტარი გადაეცათ
00:46

საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სკოლებს სამხატვრო ინვენტა...

culturegovge culturegovge

მინისტრმა რეგიონების სახელოვნებო სკოლებს სამხატვრო ინვენტარი გადასცა
02:02

მინისტრმა რეგიონების სახელოვნებო სკოლებს სამხატვრო ინვენტარი...

culturegovge culturegovge

მინისტრმა რეგიონების სახელოვნებო სკოლებს სამხატვრო ინვენტარი გადასცა
01:29

მინისტრმა რეგიონების სახელოვნებო სკოლებს სამხატვრო ინვენტარი...

culturegovge culturegovge

ყველა ვიდეო