ღამის კლუბების გადაწყვეტილება


კორონავირუსის ახალი ტალღის გამო, ღამის კლუბების მფლობელები, დაწესებულებებს საკუთარი ინიციატივით კეტავენ. ინფორმაცია ობიექტების ადმინისტრატორებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს. ბოლო საკლუბო საღამო გაიმართა გუშინ კლუბში „ხიდი“ , კლუბის წარმომადგენლების თქმით, ვიდრე ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება არ გაუმჯობესდება, ისინი მუშაობას არ განაახლებენ. ანალოგიური პოზიცია აქვთ კლუბში „ბასიანი“, სადაც ბოლო საკლუბო წვეულება დღეს ღამე ჩატარდება.

შეგახსნებთ, კლუბები ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ რამდენჯერმე გაიხსნა და ისიც საახალწლო დღეებში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან