შეხვედრა ღამის კლუბების წარმომადგენლებთან

06.12.2021 01:09

შრომის ინსპექციისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები ღამის კლუბების ასოციაციის წევრებს შეხვდნენ. შრომის ინსპექციის ინფორმაციით, შეხვედრაზე გასართობი ინდუსტრიის მდგრადი აღდგენისთვის შემუშავებული პროტოკოლის სამუშაო ვერსია და საქმიანობის უსაფრთხო აღდგენის შესაძლებლობები განიხილეს. მათივე ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები და შეჯერებული საკითხები განსახილველად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო