UNESCO-ს გადაწყვეტილება

29.11.2018 00:35

ქართული ჭიდაობა იუნესკო-ს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

გადაწყვეტილება მავრიკიის ქალაქ პორტლუისში, იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს.

ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2014 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მიანიჭა. 2016 წელს, პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, მას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. ამის შემდეგ კი აღნიშნული საკითხი იუნესკო-ში გადაიგზავნა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო