ოთარ ჭილაძე - ,,მერჩია სულ არ შეგხვედროდი" | #სხვაპოეზია

01/02/2021
Shalva Berianidze-ის მიერ

👉 ყველა ლექსის სანახავად მიჰყევით ბმულს / to see all the poems, please, follow the link: https://bit.ly/2OEekS8

FB Page: http://bit.ly/2H12tHA
FB Group: https://bit.ly/2Zsf7L5
Blog: http://bit.ly/2Np6czO

#სხვაპოეზია

ოთარ ჭილაძე - ,,მერჩია სულ არ შეგხვედროდი...\"

„სიყვარული განშორებაზე ძლიერია,
მაგრამ განშორება სიყვარულზე ხანგრძლივია“
იოსებ ბროდსკი

მერჩია,სულ არ შეგხვედროდი,
რადგან მაშინვე
დაიწყო განშორებაც...
ხვალ გაცილებით შორს ვიქნებით ერთმანეთისგან,
ვიდრე დღესა ვართ.
დღესაც ძლივს მესმის შენი სუნთქვა,
ან მეჩვენება
და თავს ვიტყუებ -
ჯერ მესმის მეთქი.
ჩემი გონების პაწაწინა ეკრანზე დღემდე
აღბეჭდილია ერთადერთი კადრი ფილმისა,
რომელსაც \"ჩვენი ცხოვრება\" ჰქვია -
ჩემს მხარზე მშვიდად თავმიდებული,
ზიხარ და სუნთქავ -
რაც არასდროს არ მომხდარა სინამდვილეში,
ვერ მოვიცალეთ საამისოდ,
ჩვენ ხომ უაზროდ
და უსაშველოდ
და ვარსვლავებზეც უფრო მეტად ვართ მოწყვეტილნი
ერთმანეთს... მაგრამ კი არ ვცდილობთ,
მხოლოდ ვოცნებობთ,
თავისით როდის ამოივსება ეს გამთიშავი,
გამთოშავი სიცარიელე,
რომელმაც გვშობა რაღაცისთვის
და რომელშიაც
თანდათანობით ვითქვეფებით
რაღაცის გამო.

კითხულობს: შალვა ბერიანიძე

ვიდეოები „Shalva Berianidze"-ისგან