გალაკტიონ ტაბიძე - "რაც უფრო შორს ხარ" | Another Poetry

01/03/2019
Shalva Berianidze-ის მიერ

👉 ყველა ლექსის სანახავად მიჰყევით ბმულს / to see all the poems, please, follow the link: https://bit.ly/2OEekS8

FB Page: http://bit.ly/2H12tHA
FB Group: https://bit.ly/2Zsf7L5
Blog: http://bit.ly/2Np6czO

#სხვაპოეზია

გალაკტიონ ტაბიძე - \"რაც უფრო შორს ხარ\"
კითხულობს: შალვა ბერიანიძე
მონტაჟი: ანი გაგუნაშვილი
პროექტი: სხვა პოეზია

Galaktioni Tabidze - \"Rac ufro shors khar\"
Read by Shalva Berianidze
Video: Ann Gagunashvili
Project: Another Poetry

\"რაც უფრო შორს ხარ\"

რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.

ვიდეოები „Shalva Berianidze"-ისგან