ზურაბ ნარმანია - ,,ღმერთების საძიებელი კატალოგი" | #სხვაპოეზია

11/09/2019
Shalva Berianidze-ის მიერ

👉 ყველა ლექსის სანახავად მიჰყევით ბმულს / to see all the poems, please, follow the link: https://bit.ly/2OEekS8

FB Page: http://bit.ly/2H12tHA
FB Group: https://bit.ly/2Zsf7L5
Blog: http://bit.ly/2Np6czO

#სხვაპოეზია

ზურაბ ნარმანია - ,,ღმერთების საძიებელი კატალოგი\"
კითხულობს: შალვა ბერიანიძე
პროექტი: სხვა პოეზია

შური იძიოს ღმერთზე - გიჟს თუ მოუვა აზრად,
რადგან სამალავს მისას კარი არა აქვს არსად.
არა გინდოდეს, გარდა ყვავილების და… პურის -
ვეჭვ, არსებობდეს რამე, რომ ღირსი იყოს შურის,
სურვილს არა აქვს ფსკერი და მიზანს, შენდა ბედად,
როცა ეცდები, მისწვდე, შორდები უფრო მეტად.
სადღაც ცაა და სევდა, იქნებ, არც ღირდეს მართლა,
წუთის საქმეა, ჩემო, ჩვენი დღეების დათვლა.
ქოხი აიგე ზღვასთან - ხშირად მზის ჩასვლა ნახო,
მაშინ მიხვდები ქვეყნად, რაა ყველაზე ახლო:
- ბოლოც იქვე აქვს წერტილს, სად გაჩენაა მისი.
მერე ვისია ზეცა? - ვისი და არავისი!...

ზურაბ ნარმანია

ვიდეოები „Shalva Berianidze"-ისგან