ოთარ ჭილაძე - ,,18 მარტი" | #სხვაპოეზია

05/19/2017
Shalva Berianidze-ის მიერ

👉 ყველა ლექსის სანახავად მიჰყევით ბმულს / to see all the poems, please, follow the link: https://bit.ly/2OEekS8

FB Page: http://bit.ly/2H12tHA
FB Group: https://bit.ly/2Zsf7L5
Blog: http://bit.ly/2Np6czO

#სხვაპოეზია

ოთარ ჭილაძე - \"თვრამეტი მარტი\" (1959 წელი)
Otar Chiladze - \"March 18\" (1959 year)

კითხულობს: შალვა ბერიანიძე
Reading By Mr. Shalva Berianidze

თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი..
თვრამეტი უკვე გასული წელი.
თვრამეტი უკვე გამქრალი ლანდი
და წელზე ახალ მეგობრის ხელი.

თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი,
ერთად ატანა მზისა და თოვლის…
და როგორც ბეწვი და სუნთქვა კატის,
ქუჩაც სავსეა დენით და თრთოლვით.

თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი…
დრო როგორ გარბის, რა სწრაფად გარბის…
ვიღაცა გიხსნის გულსა და კარტებს..
დროს თითქოს სცივა და სადღაც გარბის…

და შენს კაბაში ირხევა ქალი
და ნაზი ბინდი ედება თვალებს
და სულში ვიღაც ჩურჩულებს: მალე,
დალიე, სანამ სხვა ვინმე დალევს.

და როგორც ღვინო, ან როგორც ბროლი,
ქუჩაც სავსეა თრთოლვით და დენით…
და როგორც ღამე უეცარ სროლით,
ჩემი ცხოვრობა შემკრთალა შენით.

და აი, ისიც! გაშლილ აფრებით
მოსულა ვიღაც და გიცდის კართან,
მე კი ჩუმად ვარ და არაფერი
არ შემიძლია სიჩუმის გარდა.

თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი…
თვრამეტი უკვე გასული წელი,
თვრამეტი უკვე გამქრალი ლანდი
და წელზე ახალ მეგობრის ხელი.

ვიდეოები „Shalva Berianidze"-ისგან