ტაქსის მძღოლები: ზუგდიდის ბაზრის წინ მუშაობას გვიზღუდავენ

23.01.2019 01:13

ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის წინ განთავსებული ტაქსების სადგომზე მერიის თანამშრომლებმა დღეს შესაბამის ტრაფარეტი აიღეს. ამის შესახებ რადიო„ათინათს“ თავად ტაქსის მძღოლებმა უთხრეს. მათი თქმით, ისინი აქ, წლებია, მუშაობენ და ადგილის დატოვებას არ აპირებენ.  „მოვიდნენ, არაფერი უთქვამთ, ისე აიღეს ტრაფარეტი. თუ დღესვე არ აგვიხსნიან, რა ხდება და არ მოგვცემენ ისევ მუშაობის საშუალებას, არ შევეგუებით, რა თქმა უნდა და გზასაც გადავკეტავთ“, - გვითხრეს მძღოლებმა.  რადიო „ათინათი“ მერიის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/116211701... Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

გაზიარება: